იცის თუ არა განათლების მინისტრმა, რამდენი მენტორი მასწავლებელი გვყავს?
იცის თუ არა განათლების მინისტრმა, რამდენი მენტორი მასწავლებელი გვყავს განათლების სისტემაში? ალბათ, იცის, იფიქრებს მკითხველთა უმრავლესობა, თუმცა…
თუკი ცნობილია, მაშ, რატომ უჭირს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და მის ხელმძღვანელს ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხის გაცემა?
ვერსია შეიძლება ბევრი იყოს,
ჯერ არ იციან – შესაძლებელია, ჯერ თვითონაც ზუსტად არ იციან, არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია და საბუთების ნაწილი ჯერ კიდევ გაფორმების სტადიაშია.
დაუსჯელობა – შესაძლებელია, რომ ცენტრი და მისი ხელმძღვანელი იმდენად არიან საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებული, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას სრულიად ზედმეტ ტვირთად მიიჩნევენ.
უბრალოდ არ სცალიათ პასუხისთვის – იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანია განათლების სისტემიდან ჩართული, მაგალითად, საქართველოში მეოთხეკლასელების წიგნიერების დონის ხელოვნური კორექტირების პროცესში (შალვა ტაბატაძე – PIRLS 2021-ის შედეგების შესახებ), საერთოდ გასაკვირია, თუ როგორ რჩებათ დრო მასწავლებლებისთვის ან მოსწავლეებისთვის.
განათლების სისტემაში მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების რაოდენობა ჩვენ სხვადასხვა არაოფიციალური წყაროებიდან მაინც მოვიძიეთ და მათი რაოდენობა 2023 წლის ივნისში 469 ადამიანს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს შექმნილი კომისიის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებული წესით პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭებას იხილავდა, განათლების მინისტრმა 2023 წლის მაისში შეაჩერა.
EDU.ARIS.GE-ს მიერ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მოწოდებულ წერილში პასუხად ვკითხულობთ:
„მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს შესაძლებელია მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, თუ აქვს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილება და მიღწევა ან/და განსაკუთრებული დამსახურება ზოგად განათლებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სულ მენტორის სტატუსი მიენიჭა 228 მასწავლებელს,
აქედან ერთ პრაქტიკოსს, 20 უფროსს და 207 წამყვან მასწავლებელს“
აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებული წესით მეტი მენტორი მასწავლებელი „დაინიშნა“, თუ თვითონ უფრო მეტმა მოიპოვა ეს სტატუსი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული წესით?
ასევე იხილეთ:
მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსი აღარ მიენიჭებათ – გიორგი ამილახვარის განცხადება
რა შემთხვევებში მიენიჭება მასწავლებელს განსაკუთრებული სტატუსი განათლების მინისტრისგან – დეტალები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება