ილიაუნის ავტორიზაციის საკითხის ხელახალი განხილვა გადაიდო
5 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი ხელახლა უნდა განეხილათ. დღის ბოლოს კი EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომა 12 მარტამდე გადაიდო.
ჩვენ დავინტერესდით რა გახდა სხდომის გადადების მიზეზი, თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კითხვაზე სწრაფი პასუხისთვის მზად არ აღმოჩნდა. რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, იქ დაგვპირდნენ, რომ მიზეზის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს პირველი გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით, ოღონდ ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭა, რასაც უნივერსიტეტი იმთავითვე უსამართლოს და დისკრიმინაციულს უწოდებდა, რის შემდეგაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს მიმართა. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
“ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!”, – წერდა მაშინ სოციალურ ქსელში ილიაუნის კანცლერი, ქეთევან დარახველიძე.
ამავე თემაზე:
ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე