ილიაუნი აბიტურიენტებს სტიპენდიებს სთავაზობს
2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სტიპენდიებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან აღნიშნულ მიმართულებასა თუ პროგრამაზე.
კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 45000 ლარის ოდენობის სტიპენდიას გასცემს პირველკურსელებზე, რომლებიც 2015 წელს წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- საბუნებისმეტყველომეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:ფიზიკა (მიღება ინდივიდუალურ მიმართულებაზე) – სტიპენდიას მიიღებს პროგრამაზე ჩარიცხული ყველა პირველკურსელი.
- მეცნიერებათადა ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა – დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა (მიღება ინდივიდუალურ პროგრამაზე) – სტიპენდიას მიიღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირველკურსელების 50%
სტიპენდიები გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდება აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:
- პირველხუთეულში – მიიღებ 1200-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
- მომდევნოათ სტუდენტს შორის – მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის საბაკალავრო პროგრამაზე
და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით აღმოჩნდება აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა:
- ხუთეულში- მიიღებ 1200-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს
- მომდევნო 25 სტუდენტს შორის – მიიღებ 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
შეგახსენებთ, ორივე საბაკალავრო პროგრამა/მიმართულება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა; დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი კი იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის გამოყენებაც სტუდენტს შეეძლება პირადი საჭიროებების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
by აბიტურიენტებისათვის
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება