ილიაუნი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე
27 – 28 მაისს ესტუმრეთ IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ილიაუნის ვირტუალურ სტენდს.
Live-საინფორმაციო შეხვედრები საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების შესახებ – ფაკულტეტებისა და პროგრამების წარმომადგენლები თქვენ შეკითხვებს უპასუხებენ;
ფიზიკის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების თემატურ ოთახებში ილიაუნის პროფესორებისა და მკვლევრების ინტერაქტიულ სამეცნიერო-პოპულარულ შეხვედრებზე დასწრებას შეძლებთ თეორიული ასტროფიზიკის, ბიოფიზიკის, ნანოტექნოლოგიების, ასტრონომიისა და ახლო კოსმოსის, პალეოგარემოს, გეოლოგიის, მიწისძვრების, ეკოლოგიისა და ევოლუციის, მოლეკულური ნეირომეცნიერებების, ნეირობიოლოგიის მიმართულებით;
მომავლის პროფესიები და ილიაუნის ინოვაციების სივრცეების კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბი; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი-ს წარმომადგენლებისგან იმ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე შეიტყობთ, რომელსაც ეს სივრცეები დღეს მომავლის პროფესიების მიმართულებით თქვენთვის ქმნიან – სტუდენტები და მოსწავლეები კი ლაბორატორიების ბაზაზე განხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებს გაგაცნობენ;
გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები მოგიყვებიან.
ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები აქტუალურ თემატიკაზე:
- პანელური დისკუსია თემაზე: „ქალები ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში”
- პანელური დისკუსია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი“
- პანელური დისკუსია თემაზე: „ვინ აშენებს ქალაქებს”
- პანელური დისკუსია თემაზე: „რატომ უნდა ვისწავლოთ ინჟინერია”
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი