GE

ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორები 2018 წლის წინანდლის პრემიის ნომინანტები გახდნენ

2018 წლის წინანდლის პრემიის ნომინანტების ვინაობა ცნობილია.

თეატრალური ხელოვნების ნომინაციაში სამი ნომინანტიდან, ერთი ილიაუნის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტი, მეორე კი ამავე პროგრამის კურსდამთავრებულია:
საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლით „მარატ-სადი“ და ლუკა ინწკირველი სპექტაკლით „თარგმანები”.

„მარატ-სადი” (პეტერ ვაისის პიესის მიხედვით) საბა ასლამაზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც თეატრში მიმდინარე წლის 10 მაისს შედგა, ხოლო ლუკა ინწკირველის სადიპლომო სპექტაკლის „თარგმანები” (ავტორი ბრაიან ფრილი) ღია პრემიერა ილიაუნის თეატრში 19 ოქტომბერს გაიმართება.

პრემიის მესამე ნომინანტია თავისუფალი თეატრის მსახიობი ნატალია ყულოშვილი სპექტაკლით „ალტონელი განდეგილები”, რეჟისორი – ვანო ხუციშვილი.

ილიაუნის თეატრი წარმატებას უსურვებს სამივე ნომინანტს, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდა რეჟისორებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური