GE

ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა

20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“.
დედამიწის დღე, რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

ფორუმზე საქართველოს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მათი გავლენა ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელეს ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე.

ფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის, რომელთაც კონკურსისთვის მოამზადეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების შესახებ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

„კლიმატის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდრიური ცხოვრებისთვის, ადამიანის სიცოცხლე ფაქტობრივად დამოკიდებულია ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიცოდეთ ამის შესახებ, მაქსიმალურად შევისწავლოთ ეს საკითხები, როგორც გლობალური მასშტაბით, ისე რეგიონალური, საქართველოს მასშტაბითაც.

ფორუმმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე მოსწავლეებში. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული იყოს ახალგაზრდობა ამ თემით, იმიტომ რომ ჩვენი მომავალია ამაზე დამოკიდებული“. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია თოდუა.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის სახელწოდება გახლდათ: კლიმატის ცვლილებების ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორები კურსების თემში. აუდიტორიას გავაცანით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა კურსების თემში, გავაცანით კლვევისა და სტატისტიკის შედეგები“. – ბარბარე ბიბილეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ევრიკა“ წევრი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური