ილიუნის სტუდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავა
4 მაისს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა.
მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები იღებდნენ.
კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ნათენაძემ. საკონფერენციო თემა: ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
აღსანიშნავია რომ კონფერენციის 19 ფინალისტს შორის კიდევ ორი ილიაუნელი – ლუკა ბაბუნაძე (საკონფერენციო თემა: „ტურიზმი-საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მიგრაციის შემაჩერებელი მექანიზმი”) და ნინო თიგიშვილი (საკონფერენციო თემა: „ეკოსოფელი, როგორც ქართული მთის სოფლების მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება“) არიან.
ლუკა ბაბუნაძეს კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაცია „გიდების ასოციაცია“ შესაძლებლობას მისცემს გიდების მოსამზადებელი საერთაშორისო ტრენინგი გაიაროს.
სამივე ფინალისტი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტის „TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება“ მონაწილეები არიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებას.
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი