GE

„იმ ფონზე, რომ ბიოლოგია სამედიცინო მიმართულებაზე სავალდებულო საგანია, უფრო რთულ გამოცდას ველოდი“ – შეფასებები

დღეს აპლიკანტები გამოცდას ბიოლოგიაში წერენ. აღნიშნულ გამოცდაზე წელს 3250 -მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს ბიოლოგია იმ სავალდებულო საგანთა შორის იყო, რომლებიც იმ აპლიკანტებს უნდა აერჩიათ, ვისაც სწავლის გაგრძელება ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სურდათ ან მათ ვისაც უბრალოდ სურვილი ჰქონდა რომ დამატებითი გამოცდა ამ საგანში ჩაებარებინა.

გამოცდიდან ადრიანად გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სან საუბარში ამბობენ, რომ გამოცდა მარტივი იყო და ბევრად რთულს ელოდნენ.

აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მარტივი საკითხები იყო, სასკოლო პროგრამიდან, ბოლო ამოცანები იყო გენეტიკური ამოცანები, ანატომია ნაკლები იყო და ეს უფრო გამიკვირდა, ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევაზე იყო კითხვები. იმ ფონზე რომ სამედიცინო მიმართულებაზე სავალდებულო საგანია ბიოლოგია, უფრო რთულ გამოცდას ველოდი.”

ზუკა კენჭოშვილი, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ” უმარტივესი გამოცდა იყო, თითქმის ყველა საკითხი მახსოვს. მონოჰიბრიდულ პროცესებზე იყო, ასევე ქრომოსომებზე, სმენის ორგანოს აგებულება იყო ანუ ყურის, რომელი წონასწორობას უზრუნველყოფს,ბოლო ამოცანა იყო სქესთან შეჭიდულ დალტონიზმზე და არაგენეზისურზე. უადვილესი ტესტი იყო, ძალიან გახარებული ვარ და მაქსიმალურ ქულას ველოდები”

მარიამ კვაშილავა, 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “პირადად ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. საათსაა და 10 საათში გამოვედი. მაგრამ ტესტის 20 წუთში დავწერე. უბრალოდ მერე გადატანასა და გადამოწმებას დავუთმე დიდი დრო. ღია კითხვები, ძირითადად, გენეტიკიდან იყო. იყო საკითხები ეკოლოგიიდანაც, ანატომიიდანაც. ძირითადად ეს იყო. მიკროევოლუციიდან ბევრი კითხვა არ ყოფილა. რთული თითქმის მართლა არაფერი ყოფილა. სიტუაციაც ნორმალური იყო, ხელს არაფერი გვიშლიდა, სიცხე არ გვაწუხებდა და ამ მხრივ გაგვიმართლა. კარგი შედეგის იმედი მაქვს.”

აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ნამდვილად არ იყო რთული, მალე დავასრულე. მერვე კლასიდან მოყოლებული თითქმის ყველა კლასის მასალა შედიოდა. ყველაფერი ისეთი, რაც გავლილი გვქონდა. ბევრი საკითხი მოვიდა გენეტიკიდან, მეიოზი და მიტოზიც შეგვხვდა. მოკლედ, ფაქტიურად სრული მასალა შედიოდა. 43 დახურული, შემოსახაზი კითხვა შედიოდა და დანარჩენი ღია კითხვები იყო, სადაც პასუხი შენით უნდა გაგეცა და ამასთანავე, ვრცლად დაგესაბუთებინა. თუმცა რთული არც ეგ არ იყო, რადგან ბევრი ღია კითხვის პასუხს დახურულ კითხვებში იპოვიდი.”

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “საერთოდ არ გამირთულდა. მარტივად დავწერე. ყველაფერი განვლილი მასალიდან იყო, უცნობი არაფერი მოსულა. იყო საკითხები ცილის სინთეზზე, ანატომიაზე, ევოლუციაზე, ეკოლოგიიდან პირამიდა იყო მოცემული და ა.შ. ღია კითხვებიც არ შემხვდა ძნელი. ერთ-ერთ კითხვაში მოცემული იყო ყური და უნდა გვეპასუხა სად მდებარეობს რეცეპტორი, ერთიში- დახატული იყო მეიოზის ფაზა და გვეკითხებოდნენ რამდენი მოლეკულა არის დეენემშიო, მიტოზისა და მეიოზის ფაზებზე იყო კითხვები. ასევე, ღია კითხვებში იყო საკითხი ჯირკვლებზე და გვეკითხებოდნენ რომელი ჯირკვალი უერთდება თორმეტგოჯასო, კუჭქვეშა სადინარებზეც მოვიდა და ა.შ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. სამედიცინოზე ვაბარებ და კარგი ქულის იმედი მაქვს.”

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური