იმ სკოლების რიცხვი, რომელთაც მანდატურები ჰყავთ 27 ერთეულით გაიზარდა
სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით – 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი.
ახლადანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში 2-თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.
ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.
დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით ისარგებლებს დამატებით 233 საჯარო სკოლა.
- „რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას“ – ილია ჭავჭავაძე მოსწავლის წვრთნასა და სწავლაზე, პედაგოგიის საფუძვლებზე by ARIS.GE-განათლება
- „პედაგოგი მშობლის წერილი პირველკლასელ შვილს“ – შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო! by განათლებული ბლოგი
- „60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“ – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება