GE

იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის – SANGU

გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს რეალური სასამართლო პროცესი?

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გაძლევს უნიკალურ შანსს დაესწრო იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და გაიგო მეტი სამართლის პროფესიის შესახებ.

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესები გათვლილია, სკოლის მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეებისთვის.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ფარავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

  • ბრალდებულის უფლებები;
  • საქმის წარმოება;
  • გამოძიების ჩატარება;
  • მოწმის დაკითხვა;
  • დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
  • საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი;
  • ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი;
  • სამოქალაქო საქმის წარმოების სპეციფიკა;
  • დავის საგანი;
  • მხარეები;
  • მტკიცებულებათა გამოკვლევა;
  • სარჩელის და შესაგებლის შედგენის სპეციფიკა;
  • მოსამართლის როლი დავათა განხილვის დროს.
  • ტრეინინგი მოიცავს 3 შეხვედრას, სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს 12:00 საათზე.
  • თითოეული ტრეინინგის ხანგრძლივობა არის 45-50 წუთი.

მიმდინარეობა:

11 და 18 ივნისს ჩატარდება ტრენინგები შესაბამისი დარგის მიმართულებით;
18 ივნისს მონაწილეები გაეცნობიან კაზუსებს და საქმის მასალებს;
25 ივნისს იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში ჩატარდება იმიტირებული პროცესი.

თემატური მიმართულებები:

  • სისხლის სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;

იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

ტრენინგზე დასასწრებად გაიარე წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა არის უფასო.

ტრენერი: ქეთევან ხურცილავა
ელ. ფოსტა: k.khurtsilava@sangu.edu.ge
ტელ: 593 11 12 92

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური