GE

ინგლისური ენის გამოცდაზე აბიტურიენტმა 25 წუთით დაიგვიანა

დღეს, 10 ივლისს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში ტარდება. მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებულმა აბიტურიენტმა გამოცდაზე 25 წუთით დაიგვიანა.

აღელვებულმა გამოსაცდელმა საგამოცდო ცენტრის დაცვის თანამშრომლებს სთხოვა, იქნებ მიეცათ გამოცდაზე შესვლის უფლება. მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრის ეზო მალევე, უკომენტაროდ დატოვა.

12 ივლისის ჩათვლით, ეროვნული გამოცდები ჩატარდება ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, დილის სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცდაზე გამოცხადდა. დაიგვიანა 3 -მა აბიტურიენტმა.

უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.

ასევე იხილეთ:

გართულდა, მაგრამ არ გართულდა? – აბიტურიენტებო, თქვენ მაინც წარმატებით ჩააბარებთ უცხო ენას!

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური