„იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
2024 წლის 31 ოქტომბერს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, რომელიც მიესალმა და წარმატებები უსურვა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს. კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 109 ავტორის/თანაავტორის 74 მოხსენება შემდეგ სექციებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა და ლიტერატურა;
- ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია);
- ბუნებისმეტყველება;
- მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
- სპორტი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი