პირველკურსელთა რეგისტრაცია GRUNI-ში 2 სექტემბერს დაიწყება
აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, 2024 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე registration.gruni.edu.ge (გააქტიურდება 2 სექტემბერს 11:00 საათზე).
აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- საშუალო სკოლის ატესტატი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი (3X4);
- პირადობის მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა (ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად);
- სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22
მიმღების დასახელება – შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი – 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში – GE87TB0655236020100004
აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, სარეგისტრაციო საზღაურის გადახდისა და დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ.
სტუდენტური საცხოვრებლის ბინებში განთავსებაზე რეგისტრაცია
საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: [email protected]
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: [email protected];
ტელ: +995 32 38 44 06 (126)
- GRUNI-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება პირველი i5 PRME ვორკშოპი საქართველოში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- მისაღები გამოცდები GRUNI-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი