ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტის დასახმარებლად სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო
დღეს, 15 ივლისს, ისტორიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დაგვიანებული აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი გვატყობინებს, შემთხვევა 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მოხდა. გამოსაცდელმა ისტორიის პირველ სესიაზე 4 წუთით დააგვიანა და ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა.
საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი მშობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა გამოცდაზე მოსვლამდეც შეუძლოდ იყო, რაც მათი თქმით, ასევე გახდა დაგვიანების მიზეზი.
გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაუშვეს. საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა, სოფიო დავითაიამ კი განმარტა, რომ წესი ყველა გამოსაცდელისთვის ერთია:
„ჩვენ გვითხრეს, რომ ბავშვი შეუძლოდ იყო, წამლები მივეცით და ისე წამოვედითო. ჩვენთვის მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, დაგვიანებული დაგვიანებულია. ყველასთვის არის ერთი წესი”.
სასწრაფოს ექიმის თქმით, ბავშვს ჰქონდა ტემპერატურა და ბრონქიტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში დღეს და ხვალ ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მარიამ ბარამიძემ
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე