„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილ პრეს-რელიზში ვკითხულობთ.
პროგრამაზე რეგისტრაცია 2022 წლის 18 მაისიდან 30 მაისამდე გაგრძელდება. ხოლო სასწავლო პროცესი 6 ივნისიდან დაიწყება.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას, მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები 40-მდე სპეციალობას შეისწავლიან, მათ შორის იქნება: მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროები.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე გადამზადებას 1,000-მდე მოქალაქე გაივლის. თითოეულ სპეციალობაზე სასწავლო პროცესი არაუმეტეს სამი თვე გაგრძელდება და იგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას.
მსურველები გადამზადებას ოთხ სახელმწიფო კოლეჯში, „მერმისში“, „იკაროსში“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, და „სპექტრში“ გაივლიან.
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო სერთიფიკატი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება. მასში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ვებგვერდ www.dasakmdi.ge-ზე.
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები