GE

ისწავლეთ და ასწავლეთ ყველგან, სადაც ინტერნეტია!

სულ ცოტა ხნის წინ „სულაკაურის გამომცემლობამ“ ციფრული სკოლა შექმნა.

ეს არის ელექტრონული მაღაზია მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ გრიფირებული სახელმძღვანელოების, მხატვრული ლიტერატურისა და დამხმარე სასწავლო მასალის ელექტრონული ვერსიები.

მომავლის განათლება სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს. ამ საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე კვლავ გრძელდება მსჯელობა, თუმცა რეალობა ერთია: ხარისხიანი განათლების მისაღებად ციფრული ტექნოლოგიები საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ, ე.წ. გაჯეტები არის ის, რის გარეშეც თანამედროვე მოზარდი, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ნებისმიერი მშობელი დაგვეთანხმება, რომ ძალიან რთული, და თითქმის შეუძლებელია შვილისთვის ციფრულ ტექნოლოგიებთან კონტაქტის აკრძალვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამით მოზარდების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ნამდვილად ბევრ საფრთხეს ვარიდებთ, აქ სხვა ტიპის პრობლემები იჩენს თავს.

ბავშვები და მოზარდები თავის დამკვიდრებას ყველაზე ხშირად  თანატოლების მიბაძვით ცდილობენ. ამიტომ, როცა ჩვენი შვილების მეგობრებს აქვთ ტელეფონები, ან ტაბლეტები, და ჩვენსას არა, მათთვის ეს ფაქტი მტკივნეული, ხოლო ჩვენი არგუმენტები კი – სრულიად გაუგებარი ხდება.

უპირველესად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მხოლოდ ახირება არაა მათთვის. ეს მოზარდების ცხოვრების წესია. ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, ვიდეოებით, თამაშებით, აპლიკაციებით ისინი იღებენ იმ ინფორმაციას, რომელიც თანატოლებთან და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის სჭირდებათ.

ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა შევძლოთ, რომ გაჯეტებით გართობის დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს, ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის თანდაყოლილი და ლამის ფენომენალური უნარები, მაქსიმალურად გამოვაყენებინოთ არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ განათლების მისაღებადაც.

ციფრული სკოლები და ბიბლიოთეკები სწორედ ამისთვისაა. ჩვენ მხოლოდ უნდა ავუხსნათ  შვილებსა და მოსწავლეებს ამ შესაძლებლობების შესახებ. მოტივაციისთვის, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ამ ფორმით განათლების მიღება სულ უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება მთელ მსოფლიოში; რომ თვითონ შეუძლია გახდეს კლასში ან თანატოლებში მიბაძვის ობიექტი, რადგან მეცადინეობის ახალ და საინტერესო მეთოდს მიაგნო. უფრო მეტი დამაჯერებლობისა და ეფექტისთვის, გაუკეთეთ ორგანიზება შვილების კლასელების შეკრებას თქვენ სახლში და მიეცით თქვენს შვილს ამ ყველაფრის პრეზენტაციის საშუალება.

კიდევ რა შეგიძლიათ? შეგიძლიათ იყოთ პირველები, რომლებიც სასკოლო ჩანთებს საგრძნობლად შეამსუბუქებთ, სახელმძღვანელოებს კლასში დატოვებთ და სახლში ელექტრონული რესურსებით იმეცადინებთ. დამეთანხმებით, მძიმე ჩანთა ის პრობლემაა, რომელიც ყველა მშობლისთვის დღემდე მტკივნეულია. ციფრული სკოლის ხელმისაწვდომობა ამ პრობლემას საგრძნობლად აგვარებს.

მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს ციფრული სკოლის რესურსების მოხმარების ფინანსური მხარეც. მათ შეუძლიათ თავად აკონტროლონ სახელმძღვანელოებითა და წიგნებით სარგებლობის ვადები და შესაბამისად – საფასურიც.

სამომავლოდ „სულაკაურის გამომცემლობის“ ციფრული სკოლა ბევრ სიახლეს გეგმავს. თქვენ  გაეცნობით ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლების მეთოდებსა და გამოცდილებას. წაიკითხავთ ამბებს საქართველოსა და მსოფლიოში  საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ. შეძლებთ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას და საინტერესო საჩუქრების მოგებას.

ეს ყველაფერი მალე. მანამდე, კი ესტუმრეთ გვერდს sulakauri.edu.ge. დარეგისტრირდით ძალიან მარტივად და იმოგზაურეთ ციფრული სკოლის უხილავ კლასებში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური