GE

IT აკადემია STEP აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე სასწავლებლად

IT აკადემია STEP აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე სასწავლებლად. IT აკადემია STEP აცხადებს სასექტემბრო მიღებას შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე:

  • კომპიუტერული პროგრამირება,
  • დიზაინი და გრაფიკა,
  • ქსელები და კიბერუსაფრთხოება.

ჩვენი მიმართულებები, რომლებსაც ვასწავლით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც პრაქტიკულად ყველამ უნდა იცოდეს, იმის მიუხედავად თუ რა პროფესიის ხართ და რასაც არ უნდა საქმიანობდეთ დღეს. ამას ვამბობთ და ვამტკიცებთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო, რომელმაც გარკვეული საზღვარი გადალახა ტექნოლოგიებში. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ მთელი მსოფლიო მოიცვა, პრაქტიკულად ყველაფერი კომპიუტერიზირებული გახდა. დღეს პროგრამირების სფეროში უმცირესი ცოდნის გარეშე უკვე გაგიჭირდებათ, არ ჩამორჩეთ ბევრ ცვლილებას როგორც სასწავლო პროგრამაში, ისე სამუშაო ტექნოლოგიურ უნარებში. ყველგან, სადაც არ უნდა იმუშაოთ, სამეცნიერო, სოციალურ, სამედიცინო, საინჟინრო, სამშენებლო, საბანკო, საფინანსო, იურიდიულ, ტურისტული მომსახურების, ავტოსერვისის, საინფორმაციო ცენტრის, გაზის მრეწველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური სტრუქტურის სფეროში, ყველა აღნიშნულ სფეროს სჭირდება ტექნოლოგიური ცოდნა!

IT აკადემია STEP -ში თქვენ საშუალება გეძლევათ დაეუფლოთ 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროფესიებს. 2,5 წელწადში თითოეული მიმართულებით შეიძენთ მინიმუმ 7 პროფესიას და ყველაფერს ისწავლით, რაც მომავალში ცხოვრებაში დაგეხმარებათ. პროგრამირება, გრაფიკა და დიზაინი, ვიდეორედაქტირება, ხმის მონტაჟი, კიბერუსაფრთხოება, ქსელის ადმინისტრირება და ბევრი სხვა. ჩვენთან საკუთარი თავის გამომჟღავნების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ბევრ ღონისძიებაში, სადაც ისწავლით და შეიძენთ საკუთარი გამომგონებლობის უნარ-ჩვევებს, ხალხთან კომუნიკაციას, გაააქტიურებთ აზროვნებას, გაივლით ტექნიკურ და პრაქტიკულ მომზადებას, ასევე შეიძენთ უამრავ მეგობარს 72 ფილიალის მასშტაბით.

ჩვენ შეგიქმნით ყველა პირობას და კომფორტის ზონას, დაგახვედრებთ აუცილებელ კომპიუტერულ-ტექნიკურ აღჭურვას და ჩვენი პრაქტიკოსი ლექტორები გაგიზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნებები რეალობაში გახდეთ პროფესიონალი მოთხოვნადი, წარმატებული და შეუცვლელი მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი ტექნოლოგიურ კარიერაში.

რა არის IT აკადემია STEP?

IT აკადემია Step არის მსოფლიო ბრენდი – IT განათლების ლიდერი 20 წლის ისტორიით, რომელმაც შეძლო და გააერთიანა საკუთარი სტუდენტები ერთ დიდ სტეპერების ოჯახად, რომელშიც თითოეული წევრი ოჯახის მხარდაჭერას და მზრუნველობას მუდმივად გრძნობს არამარტო საქართველოს ფილიალის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით 18 ქვეყნის 72 ფილიალის სახით, დღეს უკვე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ლექტორი, 160 მეთოდისტი, 65 პროგრამისტი, ვინც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების შექმნაზე, არსებული პროგრამების განახლებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე, რომელთა საშუალებით ახალგაზრდები შეიძენენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ სასიცოცხლო და კარიერულ უნარ-ჩვევებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ თავი დაიმკვიდრონ 21-ე საუკუნის კონკურენტულ ტექნოლოგიურ შრომით სივრცეში.

IT აკადემია STEP არის გიგანტი კომპანიების Microsoft-ის, Cisco-ს და Autodesk-ის ერთ–ერთი უმსხვილესი ავტორიზებული სასწავლო ცენტი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს გაიარონ ტესირება და აიღონ მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული საერთაშორისო სერტიფიკატები.

ჩვენთან სასწავლო პროცესი საინტერესო თამაშს ჰგავს, სადაც ყოველი შეძენილი ცოდნა, გადალახული წინააღმდეგობა, გადაჭრილი პრობლემა დამატებით ბონუსებს გვაძლევს, შესრულებული საშინაო დავალებას მეტი ქულები მოაქვს, რაც სტუდენტებს მეტ ინტერესსა და მოტივაციას აძლევს და აზარტულობას მატებს სწავლების პროცესს ნებისმიერ ასაკში.

რას ვთავაზობთ?
მცირე IT აკადემია 9-15 წლის ბავშვებისთვის
ჯუნიორ IT აკადემია 15-18 წლის მოზარდებისთვის
პროფესიული განათლება 18+ მოზრდილებისთვის

იხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური