იუნესკომ ონლაინ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმისაწვდომი აპლიკაციებისა და პლატფორმების სია გამოაქვეყნა
პარიზში, იუნესკოს შტაბ ბინაში გამართული საგანგებო შეხვედრისას განათლების მინისტრებმა შექმილ სიტუაციასა და დისტანციური სწავლების პროგრამების დანერგვაზე ისაუბრეს. სააგენტოში თვლიან, რომ წამყვანი ტექნოლოგიების საუკუნეში საგანგებო მდგომარეობამ უწყვეტ სასწავლო პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ის ყველა ქვეყანას დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. ამისათვის კი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პლატფორმების ჩამონათვალს აქვეყნებს. პლატფორმები წარმოქმნილ რთულ პერიოდში მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლებს ურთიერთთანამშრომლობაში დაეხმარება. წყაროების უმრავლესობა უფასოა და ზოგი მათგანი რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი.
ციფრული სწავლების მართვის სისტემები
- Blackboard – რესურსები და ინსტრუმენტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმზე გადასვლისას სწავლების მაღალ დონეს უზრუნველყოფენ.
- CenturyTech – პერსონალური სწავლებისთვის განკუთვნილი პლატფორმა მოკლე გაკვეთილებით. მისი დახმარებით მოსწალეები გამოტოვებული მასალის ათვისებას მარტივად შეძლებენ.
- ClassDojo – საკლასო ჯგუფის შესაქმნელად მასწავლებელს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან აკავშირებს.
- Edraak – სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ონლაინ სწავლება არაბულ ენაზე.
- EkStep – უფასო პლატფორმა, რომელიც რიგ სასწავლო რესურსს მოიცავს.
- Google Classroom – კლასებს დისტანციურად დაკავშირებასა და კომუნიკაციაში ეხმარება.
https://edu.google.com/intl/ka/products/classroom/?modal_active=none
- Moodle – გლობალური მხარდაჭერის მქონე უფასო სასწავლო პლატფორმა.
- Nafham – ეგვიპტისა და სირიის სასწავლო პროგრამის შესაბამისი არაბული ენის სასწავლო ონლაინ პლატფორმა.
- Schoology – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სწავლებაში, შეფასებასა და თაამშრომლობაში დაეხმარება.
- Seesaw – მისი დახმარებით სასწავლო რესურსებისა და ციფრული სწავლებისთვის საჭირო პორთფოლიოების შექმნა არის შესაძლებელი.
- Skooler – Microsoft Office-ის საგანმანათლებლო პლატფორმად გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა.
- Study Sapuri – იაპონური ენის ონლაინ სასწავლო პლატფორმა საშუალო სკოლის მოსწავლეეებისთვის.
მობილური ტელეფონებისთვის შექმნილი სისტემები
- Cell-Ed – ცოდნაზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პლატფორმა.
- Eneza Education – საბაზისო ფუნქციების მქონე ტელეფონებისთვის განკუთვნილი შესაფასებელი და სასწავლო მასალა.
- KaiOS – პროგრამა, რომლის საშუალებით დაბალფასიანი მობილური ტელეფონითაც კი არის შესაძლებელი სასწავლო პორტალების გახსნა.
- Ubongo – აფრიკაში მცხოვრები ოჯახებისთის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა, რომელიც გასართობ და მედია საშუალებებს იყენებს.
- Global Digital Library – სხვადასხვა ტიპის საკითხავი მასალა, რომელიც როგორც მობილურისთვის, ისე კომპიუტერით მუშაობისთვის არის განკუთვნილი.
https://www.digitallibrary.io/
- StoryWeaver – ბავშვებისთვის განკუთვნილი საინტერესო ამბები, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი.
- Worldreader -ციფრული წიგნები და ამბები, რომელთა წაკითხვაც მობილურით არის შესაძლებელი.
დიდი ონლაინ კურსების პლატფორმები
- Alison – ონლაინ კურსები ექსპერტებისგან.
- Coursera – ონლაინ კურსები, რომლებსაც ცნობილი უნივერსიტეტებისა და კომპანიების ინსტრუქტორები ატარებენ.
- EdX – ონლაინ კურსები წამყვანი სასწავლო დაწესებულებებისგან.
- Icourses – უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ჩინური ენის შესასწავლი კურსი.
- Future Learn – ონლაინ კურსი მოსწავლეებს სწავლის, პროფესიული უნარების განვითარებისა და ექსპერტებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.
ინტერაქტიული სასწავლო კონტენტი
- Byju’s – სხვადასხვა კლასისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, რომელსაც სასწავლი მასალის დიდი საცავი აქვს.
- Discovery Education – უფასო საგანმანათლებლო რესურსები და გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის.
https://app.discoveryeducation.com/learn/channels/channel/9ccf523a-5b7a-4856-ae5c-602e40d1e50f
- Geekie – პორტუგალიურ ენაზე შექმნილი პლატფორმა სასწავლო კონტენტს ადაპტირებული ტექნოლოგიით უზრუნველყოფს.
- Khan Academy – უფასო ონლაინ კურსები, გაკვეთილები და სავარჯიშოები.
- KitKit School – სკოლამდელი და დაწყაბითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია.
- Can’t wait to Learn – სათამაშო ტექნოლოგია, რომელიც ბავშვების ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს.
https://www.warchildholland.org/projects/cwtl/
- Kolibri – სასწავლო აპლიკაცია, რომელიც მრავალმხრივ განათლებას იძლევა.
https://learningequality.org/kolibri/
- Ustad Mobile – საგანმანათლებლო ფორუმი.
https://www.ustadmobile.com/lms/
- LabXchange – ანალიტიკური სასწავლო კონტენტი, რომელიც სწავლისა და კვლევის შესაძლებლობას იძლევა.
- Mindspark – ონლაინ სწავლების ადაპტირებული სისტემა, რომელიც მოსწავლეებს მათემატიკის სწავლაში და ვარჯიშში ეხმარება.
- Mosoteach – ჩინური ენის შესასწავლი აპლიკაცია.
- OneCourse – აპლიკაცია ბავშვებს წერა-კითხვასა და თვლას ასწავლის.
https://onebillion.org/onecourse/app/
- Siyavula – მათემატიკისა და ფიზიკის შესასწავლი აპლიკაცია.
- YouTube – საგანმანათლებლო ვიდეოებისა და არხების უზარმაზარი ბაზა.
პლატფორმები, რომლებიც ვიდეოზარით კომუნიკაციის საშუალებას იძლევა
- Lark – ბევრი საჭირო ფუნქციის მქონე აპლიკაცია.
- Hangouts Meet – Google G-Suite -ის სხვადასხვა ფუნქციებთან ინტეგრირებული ვიდეოზარები.
https://gsuite.google.com/products/meet/
- Teams – Microsoft Office პროგრამებთან გაერთიანებული ჩატის, შეხვედრისა და ზარის განხორციელების ფუნქციები.
https://www.microsoft.com/en-us/education/products/teams
- Skype – ვიდეო და აუდიო ზარების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
- Zoom – აქვს ვიდეო და აუდიო კონფერენციების ფუნქცია.
ციფრული სასწავლო კონტენტის შესაქმნელად საჭირო რესურსები
- Thinglink – ინტერაქტიული ვიდეოებისა და სხვა მულტიმედიური მასალის შესაქმნელად საჭირო ბაზა.
- EdPuzzle – ვიდეო გაკვეთილები, რომლებიც პროგრამის შექმნისას დაგეხმარებათ.
- Pear Deck- სხვადასხვა ფუნქციის დახმარებით სასწავლო კონტენტის შექმნის პროცესი უფრო მარტივი ხდება.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: unesco
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება