„ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, თემაზე – „ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას უძღვებოდა გენდერის მკვლევარი ქეთევან მურღულია, რომელმაც ისაუბრა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ისტორიაზე სუფრაჟიზმის კონტექსტში და განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამ პროცესში.
ლექციის ფარგლებში ასევე განიხილეს, როგორ იქცა განათლება იმ ძალად, რომელმაც ქალებს მისცა შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაეცვათ საკუთარი უფლებები და რეალური ცვლილებები მოეხდინათ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუდენტურ საქმეთა სამსახურის მიერ.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი