კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას იწყებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობებია:
მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. naec.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);
საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)
უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე.
საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73. ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა.
იხილეთ: დეტალები რეგისტრაციის შესახებ
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი