GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წელს შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

  • სამართლის სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სამართლის მაგისტრის ხარისხი – 10 ადგილი;
  • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა (წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა – 10 ადგილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი, ოთახი 58.

ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურში 17 სექტემბერს.

მიმღებ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში 18 სექტემბერს.

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები.

დოქტორანტურის კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).

საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები

  • კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყო­ფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე.
  • დოქტორანტურის კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე.
  • კომისიას კონკურსანტის საანკეტო მონაცემებსა და სამოტივაციო წერილს საკვლევ თემასთან დაკავშირებით წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალურობა და მნიშვნელობა.
  • კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
  • დოქტურანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:

სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 20 სექტემბერს.

სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 24 სექტემბერს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური