კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებს განახორციელებს
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი პროგრამების
განხორციელების უფლება მიენიჭა:
- „მევენახეობის სპეციალისტი“ – პროფესიული მომზადება;
- „მეღვინე-ტექნიკოსი“ – პროფესიული გადამზადება;
- „გერიატრიული ასისტენტი“ – პროფესიული მომზადება.
პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ
კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო, მოკლევადიან პროგრამებზე სწავლის მსურველთა მიღებაზე რეგისტრაცია გამოცხადდება სექტემბრისთვის, მიღებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები კი მოგვიანებით გავრცელდება.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი