GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების მართვის კომიტეტს უერთდება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა, მონაწილეობა მიიღო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომაში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტში აქტიური მონაწილეობითა და ამავდროულად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი ფინანსური განათლების მიმართულებით მასშტაბური პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.

თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული კონკრეტული მიმართულებები უახლოეს მომავალში დაანონსდება. ახალი პროექტები და ინიციატივები კი კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, შესაძლებლობას მისცემს პროგრამული სწავლის პარალელურად გაიარონ დამატებითი სასერთიფიკატო კურსები, ჩაერთონ ტრენინგებში და თავად გახდნენ ტრენერები. აღნიშიული ინიციატივები ახალი შესაძლებლობაა ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისთვისაც.

დეტალური ინფორმაცია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის რიგით მე-6 გაფართოებული სხდომის შესახებ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური