კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დაცული აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:
- მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (2020 წლის 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე);
- მონაცემები სტუდენტის წვლილის შესახებ უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში (2020 წლის 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე);
ინფორმაცია სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წარდგენა შესაძლებელია 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით (გარკვევით დასკანერებული დოკუმენტაცია) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: zurabi_kavtaria@ciu.edu.ge.
გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 სექტემბერს.
სტიპენდია გაიცემა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- აკადემიური მოსწრება – გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო სემესტრის განმავლობაში დარეგისტრირებულ სასწავლო კურსებში (არანაკლებ 27 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA).
- სტიპენდიის მიიღების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომელთაც სემესტრული GPA აქვთ 3,5-ზე მეტი.
- გარდა სემესტრული აკადემიური შედეგებისა, სტიპენდიის დანიშვნის დროს გამოიყენება მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში.
სასწავლო სტიპენდიის მინიჭება ხდება ქულების რანჟირების მიხედვით (მაქსიმუმ 420 ქულა და მინიმუმ 350 ქულა), რომლის კრიტერიუმები დადგენილია შემდეგი სახით:
ა) აკადემიური მოსწრების შედეგები განისაზღვრება საშუალო შეწონილი ქულით GPA, რაც მრავლდება 100-ზე (პირობითად სემესტრული 3,70 GPA დათვლის დროს შეადგენს 370 ქულას (მაქსიმუმ 400 ქულა);
ბ) სტუდენტის მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი (მაქსიმუმ 10 ქულა) – სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
გ) სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (კონფერენცია, დებატები, გაცვლითი პრექტები, სტუდენტური სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა და სხვა) (მაქსიმუმ 10 ქულა) – სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა.
სტიპენდიის რაოდენობისა და დანიშვნის პროცედურაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი