GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონვერგენტული მედიის სკოლის დირექტორის დოქტორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა „სოციალური მედია და ციფრული სიახლენი“ იყო. ლექციაზე დოქტორმა ნათან კარპენტერმა დამსწრე საზოგადოებას ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკა გაუზიარა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მთავარი მისია არის, რომ ციფრული ინოვაციები, რომელიც ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებაშია გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს. ლექციის მთავარი მიმართულება იქნება სოციალური მედიის შესახებ ვესაუბრო სტუდენტებსა და პროფესორებს. როგორია კონვერგენტული მედიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და რას ვაკეთებთ ჩვენ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”, – განაცხადა ნათან კარპენტერმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ზაზა ცოტნიაშვილი განცხადებით, კი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს მედიაგანათლების განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებას, რისი ერთ-ერთი დასტურიც ამერიკიდან მოწვეული სპეციალისტის საჯარო ლექცია გახლავთ.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაება ამერიკის საელჩოს პროექტში, რომელიც მხარს უჭერს მედიაგანათლების განვითარებას საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში აგვისტოში ჩვენ ვიმყოფებოდით საკმაოდ აქტიურ სამუშაო შეხვედრებზე დეპოლის უნივერსიტეტში, ჩიკაგოში და სწორედ ამ პროექტის გაგრძელება გახლავთ დღევანდელი დღეც. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მოწვეული გვყავს მედიის მიმართულების ერთ-ერთი სერიოზული სპეციალისტი, ნათან კარპენტერი, რომელიც ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონვერგენტული მედიის მიმართულების ხელმძღვანელი გახლავთ და ის დღეს წაიკითხავს საჯარო ლექციას სოციალური მედიის და ციფრული ინოვაციების შესახებ, რაც ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესოა, როგორც საბაკალავრო დონეზე ისე სამაგისტრო დონეზე. მედიის მიმართულებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ აქცენტებს აკეთებს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიაგანათლების მაღალი ხარისხი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიმართულებით დღევანდელი დღეც ამ მხრივ გადაგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ლექციის დასრულების შემდეგ დოქტორ ნათან კარპენტერთან თანამედროვე მედია განათლების პრობლემებზე დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მომხსენებელს საინტერესო კითხვებიც დაუსვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური