CIU-ში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 9 ნოემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება უნიკალური პლატფორმაა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის – ისინი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს უშუალოდ შეხვდებიან.
ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ:
- დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი დამსაქმებლებთან;
- გაეცნონ მიმდინარე ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაცია კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებაზე.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიულ მხარდაჭერასა და შრომის ბაზარზე მათ წარმატებულ ინტეგრაციას.
გადადგით ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ – შეხვდით თქვენს მომავალ დამსაქმებელს CIU-ში!“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი