GE

„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე

საქართველოს პარლამენტში შესულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მათ შორის, 2026 წლის 8 თვის მდგომარეობით, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული კაპიტალური პროექტების ათვისების მდგომარეობას ეხება.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშს ეყრდნობა, დასახელებულია რამდენიმე პროექტი, რომლებსაც 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით დაბალი ათვისება აქვს.

აი, რა წერია დოკუმენტში:

კაპიტალური პროექტების ათვისების მდგომარეობა – მაგალითები

1. თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი

9 თვის დაზუსტებული გეგმა 13 603 ლარია. აქედან 8 თვეში ათვისებულია 5 567 ლარი, რაც გეგმის 41%-ია.

2. საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება

9 თვის დაზუსტებული გეგმა 15 318 ლარია, 8 თვის ათვისების მაჩვენებელი კი 9 247 ლარს, ანუ 60%-ს შეადგენს.

3. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია

9 თვის დაზუსტებული გეგმა 75 150 ლარია. 8 თვეში ათვისებულია 44 830 ლარი, რაც გეგმის 60%-ია.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი

ასევე იხილეთ: 

მოდულური დროებითი სკოლები მთელ საქართველოში – ახალი გამოსავალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური