CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში – „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“, მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება 10-12 ოქტომბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა და ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში მიმდინარე პროცესებსა და განვითარების შესაძლებლობებს მიეძღვნა.
საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო და საგამოფენო ექსპოზიციებს გაეცნო.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
-
ვაზის აფხაზური და აჭარული ჯიშების კვლევის შედეგები – CIU-ში სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი