GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „იუსტიციის აუდიტორია“ გაიხსნა

14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „იუსტიციის აუდიტორია“ გაიხსნა. აუდიტორია შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობის, მისი ამოცანების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ. ამასთან, საგანმანათლებლო სივრცეში მოეწყობა საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დისკუსიის ფორმატის დანერგვას სამართლებრივი საკითხების გარშემო და ამ გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ძირითადი ამოცანა სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და იუსტიციის სამინისტროში პერსპექტიული კადრების მოზიდვაა.

„იუსტიციის აუდიტორია“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ გახსნეს. აუდიტორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – თორნიკე ჭეიშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ბუბა ლომუაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მათ შორის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური