კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ნატოს კვირეული“ გაიხსნა
3 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დაარსებიდან 75 წელთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, „ნატოს კვირეული“ გაიხსნა.
კვირეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას საჯარო ლექციით გაიხსნა თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და პერსპექტივები“.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა ნატოსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა, საქართველოს ინტეგრაციის საკითხები და ამ გზაზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, ძირითადი მოხსენების შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.
ლექციის ფარგლებში აუდიტორიას მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა შამილაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა.
საჯარო ლექცია, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
ცნობისთვის, კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციები და სტუდენტური მრგვალი მაგიდა, უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გრძელდება.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ლექცია – „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი