კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა
4 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა. ღონისძიებათა სერია, რომელიც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება, ქართული დიპლომატიის დღეს ეძღვნება.
კვირეულის პირველ ლექციაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გრიგოლ მაგრაქველიძე თემით: „დიპლომატიური სამსახური და კარიერული საფეხურები“.
სპიკერმა მსმენელებს გააცნო დიპლომატიური სამსახურის ფუნქციები და ამოცანები, მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა, კარიერული საფეხურები დიპლომატიურ სამსახურში, პროფესიული განვითარება და დასაქმების შესაძლებლობები, შეხვედრის დასასრულს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე და დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა.
ცნობისთვის, 3 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს დიპლომატთა დღეს „ქართული დიპლომატიის კვირეულით“, რომელიც დატვირთულია საჯარო ლექციებით და სხვადასხვა პროფესიული აქტივობით.
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი