კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
19 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის მეორე გამოცემის ავტორები არიან: თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის სამართლის დოქტორი ზოია (მაია) ხასია, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი, თსუ-ის სამართლის მაგისტრი ნუნუ მაღლაკელიძე.
წიგნის პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა და წიგნის ავტორებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.
აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის კი ავტორთა ღვაწლი აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მანანა ბეგიაშვილმა.
წიგნში განხილულია: ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები, მოვალეობები და დისციპლინური დევნის საკითხები; სასჯელაღსრულების სისტემის მომსახურე პერსონალის უფლებები, მოვალეობები და სოციალური დაცვა; სასჯელაღსრულების სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში; კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობა სასჯელის აღსრულების დროს და სხვა.
წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისა და სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი