GE

კიბერლაბორატორია „უნილაბი“ აცხადებს მიღებას „უნიკურსის“ შემოდგომის სემესტრისთვის

კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. კურსი ითვალისწინებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ შეხვედრებს.

პროექტში გაერთიანებულია ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტები. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს შეუძლიათ მათთვის მოსახერხებელ დროს, შეკითხვების დასმა კი – Google Classroom-ის დახმარებით. მათ კითხვებს უპასუხებენ მენტორები ან საჭიროების შემთხვევაში ლექტორები.

კურსით გათვალისწინებულ ვორკშოპებზე სტუდენტები შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.
კურსების ჩამონათვალი:

ციფრული კომუნიკაციები

  • Front-end (HTML, CSS)
  • Python დეველოპმენტი
  • ICT პროექტების მართვა
  • ინტერფეისის დიზაინი
  • გრაფიკული დიზაინი

პროექტის ეტაპები

I ეტაპი
გამოცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმას.

II ეტაპი
გაიმართება ონლაინსაინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც კურსის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კურსისა და მისი ეტაპების შესახებ, ასევე Google Clasroom-ის მუშაობის პრინციპებს. კურსის მენტორი შერჩეულ მონაწილეებს დაარეგისტრირებს Google Classroom-ში. მათ ექნებათ წვდომა ლექციის ჩანაწერებსა და დავალებებზე და შესაძლებლობა, დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია Google Classroom-ში.

III ეტაპი
უნილაბში გაიმართება კურსის შემაჯამებელი ვორკშოპი, მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება ონლაინაც.

ვისთვის არის პროექტი განკუთვნილი?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

კურსების სააპლიკაციო ფორმა

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი მიმართულება და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 22 ოქტომბერი, 23:59.

დამატებითი ინფორმაციისთვის

  • infounilab@iliauni.edu.ge
  • https://www.facebook.com/UniLabEdu
  • https://unilab.iliauni.edu.ge

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური