GE

KIU Pi-day – როგორ აღნიშნავს მათემატიკის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიებას მართავს. მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 03.14 დღეს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

14 მარტს KIU-ს მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა უფროსკლასელებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ მათემატიკის კონკურსში. დეტალები და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

იმავე დღეს, KIU მასპინძლობს საჯარო ლექციას, რომელსაც აახენის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორი, მსოფლიოს წამყვანი მათემატიკოსი პროფ. სებასტიან ველხერი წაიკითხავს. რეგისტრაციის გასავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

მოგვიანებით კი, იმავე დღეს გაიმართება KIU-ს ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის ნახევარფინალისტების გამოვლენის ცერემონია.

KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიულ რუკაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით იმეილზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური