კოკა სეფერთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო. ახალი სახელოსნოების მშენებლობა ცენტრის სტუდენტებისა და მასწავლებელთა მონაწილეობით ხორციელდება.
ქუთაისის პროფესიული კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულია. თანამედროვე სტანდარტებით გადაიარაღებულ ახალი ტიპის კოლეჯში შემდეგ პროფესიებს ეუფლებიან: სარესტორნო საქმის მწარმოებელი, კონდიტერი, მზარეული, მემცენარე, მეფუტკრე, მეფილე–მომპირკეთებელი, კალატოზი, მღებავი, თაბაშირ–მუყაოს სპეციალისტი, დურგალი, ზეინკალ–სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, სამაცივრე მოწყობილობის ტექნიკოსი, ავტომობილის ზეინკალი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს–შემკეთებელი.
შრომის ბაზრის მოთხონების გათვალისწინებით, კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს როგორც მომსახურების, ასევე მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსათვის. შესაბამისად, დიდია მოსახლეობის ინტერესი სასწავლებლისადმი: ოთხი წლის მანძილზე კოლეჯში 2961 პროფესიული სტუდენტი გადამზადდა, მათ შორის 14%-უმაღლესი განათლებით, 13%-საბაზო განათლებით. დასაქმებულია 1806 კურსადამთვარებული.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო