GE

კოლეჯის “ახალი ტალღა” რეესტრის წარმოების სპეციალისტი საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს შეხვდა

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა” რეესტრის წარმოების სპეციალისტი შეხვდა საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს და გააცნო მისაღები გამოცდის წესები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ბრძანებით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 27 ოქტომბერს, 09:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება.

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი