GE

კოლეჯს “ახალი ტალღა” ბერლინის “ბრილატ სავარინის” სახელობის სტუმართმასპინძლობის სკოლის წარმომადგენლობა ეწვია

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს სსიპ კოლეჯმა “ახალი ტალღა” უმასპინძლა გერმანიის, ქ.ბერლინის “ბრილატ სავარინის” სახელობის სტუმართმასპინძლობის სკოლის დირექტორსა და წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური და გაიმართა კონფერენცია, სადაც ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე დუალური განათლების მიმართულებით, მოხდა გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმა გაცვლითი პროგრამების განხორციელება პროფესიული მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან დუალური სწავლების პროცესში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური