კომპლექსურ დავალებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ციკლი მეორე უცხო ენაში – სამი ვიდეო სემინარი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ ვიდეო განხილვებს აქვეყნებს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრა/სემინარების ფორმატში მასწავლებლებისთვის უკვე ჩატარდა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების განხილვას გულისხმობს.
17 მარტის მონაცემებით, ზოგადი განათლებისა და სზავლა-სწავლების პროცესის წარმართვის შესახებ სამინისტრომ 3 ახალი ვიდეოსემინარი გამოაქვეყნა, რომელიც საგნების მიხედვით არის წარმოდგენილი.
იხილეთ ვიდეოსემინარების არქივი:
მეორე უცხო ენა, ექსპერტი ანა მხეიძე:
კომპლექსურ დავალებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ციკლი
ინკლუზიური განათლება, ინკლუზიური განათლების ექსპერტი ლიკა ქურციკიძე:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ფორმა, პროცესი და შინაარსი
ხელოვნება, ექსპერტები – ბუბა ოჩიაური/ეკა წირღვავა:
სასკოლო კურიკულუმის რაობა და თემის დაგეგმვის პრინციპები
საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრები გრძელდება და ახალი ვიდეო ლექციები კიდევ გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე:
კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნებისთვის – 8 ვიდეო განხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში
დაწყებითი განათლების სიახლეები ესგ-ში და დავალებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი – 6 ვიდეო განხილვა
-
„დავითიანი”, „კაცია-ადამიანი?!”, ვაჟა-ფშაველა – ლიტერატურის გამოცდაზე თითქმის ყველაფერი მოვიდა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისეთი რთული ტესტი დაგვიდეს, უმეტესობამ ცარიელი ფურცელი დატოვა“ – NAEC-ის პასუხი მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე გასულებს
by ARIS.GE-განათლება