კომუნიზმის შავი წიგნი უკვე ქართულად
საერთაშორისო ბესტსელერი „კომუნიზმის შავი წიგნი – დანაშაულები, ტერორი, რეპრესია“ – ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი წიგნია, რომელიც აღწერს კომუნისტური სახელმწიფოების მიერ განხორციელებული რეპრესიების ისტორიას. წიგნი გამოიცა საფრანგეთში 1997 წელს. “კომუნიზმის შავი წიგნი“ ნათარგმნია უამრავ ენაზე, აღნიშნული წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევითი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში თარგმნა და გამოსცა.
პრეზენტაციას დაესწრო პროფესორი სერგო რატიანი, რომელმაც განაცხადა: “ეს პირველი წიგნია, რომელიც ასახავს მეოცე საუკუნეში არსებული კომუნისტური რეჟიმის დანაშაულს. უახლესი ისტორია შესწავლისა და გაცნობიერების გარეშე ვერ გადაიქცევა წარსულად”.
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი