ვინ როდის მიიღებს ატესტატს – რა უნდა იცოდეს მოსწავლემ მას შემდეგ, რაც სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა შეიცვალა
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არაერთი ახალი ცვლილების შეტანის თაობაზე პრეზიდენტის ხელმოწერით, 6 თებერვალს გამოქვეყნებულ კანონში მოსწავლისა და მოსწავლის მშობლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული, რომელიც სასკოლო ატესტატს და მის მოპოვებას ეხება.
განათლების სამინისტრომ საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილების გათვალისწინებით დაადგინა რომელი მოსწავლე როდის შეძლებს სასკოლო ატესტატის მიღებას.
2026 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. იმ პირზე, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი.
2. იმ პირზე, რომელმაც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ან რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი.
3. იმ პირს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს სწავლობს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში და ვერ დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში, ზოგადი განათლების საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაეთვალოს და მასზე გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი, ხოლო ამ პირის მიერ სწავლის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გაგრძელების შემთხვევაში იგი ჩაირიცხოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში.
4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში) 2028-2029 სასწავლო წლამდე სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევა.
5. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029 სასწავლო წლიდან.
6. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X და XI კლასები, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას.
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X კლასი, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI და XII კლასების დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას.
8. ის პირი, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასს და 2026-2027 სასწავლო წლიდან ან 2026-2027 სასწავლო წლის შემდეგ სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გააგრძელებს, ჩაირიცხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევებში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევასა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.
ამავე თემაზე:
-
რა კითხვები და არგუმენტები მიიღო განათლების მინისტრის მოადგილემ თსუ-ის პროფესურისგან და რა იყო პასუხი – დეტალები შეხვედრიდან
by განათლებული ბლოგი
-
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
by ARIS.GE-განათლება
-
„1992 წლიდან იწყება პრობლემები სტუ-ში – ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში“
by ARIS.GE-განათლება