გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილისა და პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის რიგით მესამე სამეცნიერო სტატია Scopus-ის ბაზაში შემავალ რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Occasional Papers on Religion in Eastern Europe (vol. 46, Issue 1, 2026) გამოქვეყნდა.
უნივერსიტეტის მიერ 9 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნაშრომი ეძღვნება ჭეშმარიტი ჯვრის საქართველოში მოხვედრის რთულ ისტორიულ და თეოლოგიურ ნარატივებს, რომლებიც დაცულია შუასაუკუნეების ქართულ ქრონიკებსა და საეკლესიო მწერლობაში.
პუბლიკაცია იხილეთ ბმულზე
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ გიორგისა და ბატონ ალექსანდრეს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი