ალტე უნივერსიტეტი ყოველწლიურ სასკოლო „Start-up მარათონს“ იწყებს
ალტე უნივერსიტეტი იწყებს ყოველწლიურ სასკოლო „Start-up მარათონს“.
უნივერსიტეტის მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „Start-up მარათონში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან X, XI ან XII კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც საინტერესო, ინოვაციური Start-up იდეები აქვთ.
მოსწავლეებმა უნდა შექმნან 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, ჩაერთონ მარათონში და განახორციელონ ან განავითარონ საკუთარი იდეა პროფესიონალ მენტორებთან ერთად.
„Start-up მარათონი“ მათ აძლევს შესაძლებლობას, გაიგონ, რა არის მეწარმეობა და რა ეტაპებს გადის იდეა, სანამ რეალობად იქცევა. ისინი შეძლებენ, განივითარონ გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარები.
პროექტის ეტაპები:
- ინოვაციური ბიზნეს-იდეების და მონაწილეების რეგისტრაცია;
- იდეების გადარჩევა;
- ტრენინგ-სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- მენტორინგი;
- ფინალური ღონისძიება – გამარჯვებული იდეების გამოვლენა.
პრიზები:
წელს პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე აქვს და მისი საპრიზო ფონდი 13 000 ლარია.
- ალტე უნივერსიტეტი რჩეული იდეის ავტორს გადასცემს ფულად პრიზს 5 000 ლარის ოდენობით იდეის განხორციელების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ სერვისების მეშვეობით, დაეხმარება იდეის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებაში;
- პროექტის გენერალური სპონსორი ლიბერთი ბანკი თავის რჩეულ პროექტს 5 000 ლარით დააფინანსებს. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთი მონაწილეებს შესთავაზებს სტაჟირებას (3 მოსწავლე), სპეციალურად გოგოებისთვის შექმნილ ლიდერშიპის ტრენინგს, წვდომას ლიბერთის LMS სასწავლო პლატფორმაზე, AI-ის მიმართულებით მასტერკლასებსა და სოც.მედია მხარდაჭერას;
- პროექტის სპონსორი Easy pay რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარს;
- კომპანია FINO თავის რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტს;
- Entrepreneur Georgia თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს;
- GITA რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში.
„Start-up მარათონში“ მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ აღნიშნულ ბმულზე
რეგისტრაცია 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
-
ალტე უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდის დისკუსია – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“ გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტსა და ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტსა და რუმინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს University of Alba Iulia შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი