„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედოკოსის პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.
უნივერსიტეტის მიერ 9 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტები მთელი კვირის განმავლობაში დაესწრებიან ოპერაციებს, მონაცვლეობით იმუშავებენ კვლევითი, ლაპარასკოპიული, ინოვაციური მეთოდებისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებებში და მიიღებენ მონაწილეობას ყოველდღიურ პროცესებში.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შექმნილი სტაჟირების პროგრამა მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას უზრუნველყოფს.
სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გადიან.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი