კორონავირუსის ფონზე, გაცვლითი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისია რეკომენდაციებს აქვეყნებს
მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ევროპული საბჭოს კომისიამ სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროექტის მართვის ღონისძიებებთან დაკავშირებით მითითებები გამოაქვეყნა.
მითითებები ERASMUS + საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტების შესახებ
თემა: სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროექტის მართვის ღონისძიებები კორონავირუსის ეპიდემიის დროს
ეროვნული სააგენტოების დირექტორებისთვის განკუთვნილი მითითებების (E + / NA / DIR / 2020/014) საფუძველზე, ეროვნული სააგენტოები საქმის კურსში უნდა იყვნენ იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ბენეფიციარების დასახმარებლად სტუდენტების საერთაშორისო მობილობის (ICM) პროექტების განხორციელებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის დროს.
ეროვნულ სააგენტოებს შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი სახის ცვლილებები:
I. გაახანგრძლივონ 2018 წლის პროექტების მოქმედების ვადა 12 თვით.
მითითებიდან ჩანს, რომ ბენეფიციარებს შეუძლიათ მოითხოვონ თავიანთი ეროვნული სააგენტოებისგან 2018 წლის პროექტების გახანგრძლივება 12 თვის ვადით. პროექტის დასრულების ახალი თარიღი იქნება 2021 წლის 31 ივლისი. ეროვნულ სააგენტოს შეუძლია დაამტკიცოს ასეთი მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ბენეფიციარი ვერ ახერხებს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას კორონავირუსის ეპიდემიის გამო.
2019 წლის პროექტებისთვის არ არის გათვალისწინებული სპეციალური დებულებები. აღნიშნული პროექტები შეიძლება გაგრძელდეს 24 ან 36 თვის განმავლობაში, ხოლო ბენეფიციარებს, რომლებიც მონაწილეობენ 24-თვიან პროექტებში უკვე შეუძლიათ მოითხოვონ 36 თვემდე ვადის გაგრძელება, მიუხედავად სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებისა.
II. გამოიყენონ „ფორს-მაჟორი“ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მობილობისთვის ყველა მოქმედ პროექტში.
მითითებებში არსებული ზომები გულისხმობს, რომ ეროვნულმა სააგენტოებმა შეიძლება დაუშვან ფორსმაჟორული გარემოებების გამოყენება სტუდენტების საერთაშორისო მობილობის (ICM) პროექტებში ქვეყნის შიდა და გარე მობილობისთვის, იმ შემთხვევებში, როდესაც ბენეფიციარი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ვერ ახერხებს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნული ეხება სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ყველა მოქმედ პროექტს.
III. 2018 წლის სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროექტისთვის დამახასიათებელი დამატებითი ღონისძიებები: ფულადი სახსრების გადარიცხვა ყველა ბიუჯეტურ პაკეტში
2018 წლის სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროექტის განხორციელების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა სააგენტოებმა შეიძლება ბენეფიციარებს მისცენ უფლება, თავი შეიკავონ მონო–ბენეფიციარის საგრანტო ხელშეკრულების სპეციალური პირობების მუხლში I.3.3 არსებული დებულებების შესრულებისგან, რომლის მიხედვით აკრძალულია პარტნიორ ქვეყნებს შორის გადარიცხვის განხორციელება. I.3.3 მუხლის პირველი პუნქტის b, c, d და f ქვეპუნქტების შესაბამისად „საბიუჯეტო გადარიცხვა ცვლილებების გარეშე“ ამჟამად იკრძალება პარტნიორ ქვეყნებს შორის ყოველგვარი გადარიცხვის შესრულება.
მოქმედებს II.13 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანის სტანდარტული წესები, რომლებიც მოცემულია საგრანტო ხელშეკრულებაში, თუმცა დანართში II შესწორებების შეტანა არ არის აუცილებელი. აღნიშნული ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ ბენეფიციარებმა შეიძლება თანხა გადარიცხონ სხვა პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც უკვე არიან საგრანტო ხელშეკრულების მონაწილეები, იმ პირობით, თუ გადარიცხვები ხორციელდება პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიეკუთვნება იმავე რეგიონს. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ეხება ისეთ მობილობას, რომელიც უნდა გაუქმებულიყო ან არ შეიძლება ორგანიზებულიყო მიმდინარე გარემოებებში.
მონო–ბენეფიციარის საგრანტო ხელშეკრულების I.3.3 მუხლში ყველა სხვა არსებული წესი კვლავ მოქმედებს.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: https://drive.google.com/file/d/1IMMcEgyTVfSggPcnqoszxmynKqUIkFTu/view
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი