კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის 14 საბავშვო ბაღი დაიხურა – სია
პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დაიხურა. თბილისის ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, დახურულია მე-100, 72-ე,145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე,135-ე ბაღები.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თბილისის საჯარო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ.
„რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში“, – განაცხადეს სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.
წყარო: 1tv.ge
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19