GE

კსუ-ის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გასვლითი ლექცია ერთ-ერთი წარმატებულ ტურისტულ კომპანიაში ჩაუტარდათ

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის „საერთაშორისო დაჯავშნის სისტემების“ ლექტორთან ნინა კეკელიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ გასვლით ლექციაზე საერთაშორისო ტუროპერატორ “Mouzenidis Travel Georgia“-ში.

აღსანიშნავია, რომ ტუროპერატორი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა საბერძნეთის ტურისტულ ბიზნესში. კომპანიის ხელმძღვანელმა იანის ონუფრაიდიმ სტუდენტებს გააცნო კომპანიის სტრუქტურა, საერთაშორისო დარგობრივი კომუნიკაციების სქემები. ტურმენეჯერმა ი. საათაშვილმა კი სპეციალური ლექცია ჩაუტარა ბაკალავრებს, რომელიც ტუროპერატორთა საქმიანობის არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და სამომავლო პროგნოზებს ეხებოდა, ასევე განიხილეს კომპანიაში დასაქმების მოთხოვნები.

ლექციის დასასრულს არაფორმალურ გარემოში სტუდენტებს ბერძნული ყავითა და კრუასანებით გაუმასპინძლდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის “მოუზენიდის თრაველ“-ის გუნდს სტუდენტებთან საინტერესო ურთიერთობისა და ღირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური