GE

კსუ-ში აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსიტუტის პირველ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას აშშ-ის ელჩი და ატაშე დაესწრნენ

,,დაისახე დიდი მიზნები“ – ენდრიუ კარნეგის ეს ცნობილი ფრაზა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის – USACA დევიზად იქცა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა.

შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსიტუტის პირველ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას – ,,ენდრიუ კარნეგის საერთაშორისო მემკვიდრეობა: თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება” – კსუ-ის ხელმძღვანელობა, პროფესორ-მასწავლებლები, აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და კულტურული ატაშე, განათლებისა და მეცნიერების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე საპატიო სტუმრის ამპლუით დავით სარაჯიშვილის შთამომავალი, ასევე კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, საქართველოში მოღვაწე ამერიკელი და ქართველი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.

კონფერენციაზე USACA-ს წარმომადგენლებმა ფართო აუდიტორიის წინაშე ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: ,,კარნეგის უმნიშვნელო ბარიერი“, ,,ფოლადის მამის ეპოქა – ახალი ეტაპი შეერთებული შტატების ისტორიაში“, ,,ამერიკელი კარნეგისა და ქართველი ილიას როლი განათლებასა და სამშვიდობო პროცესებში“ და ა.შ.

შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება დიდი მეცენატ-ბიზნესმენის ენდრიუ კარნეგის დაბადებიდან 182 წლისთავს მიეძღვნა.

კსუ-ის ბაზაზე შექმნილი შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი- USACA მიზნად ისახავს შეერთებული შტატებისა და კანადის ცნობადობის დონის ამაღლებას საქართველოში, ასევე კონცენტრირებულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და ამავე პროფილის სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამშრომლობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური