GE

კსუ-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, დაესწრნენ სესიას და შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს მარო მაყაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი და პარლამენტის შენობაში არსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი, სადაც გაეცნენ სხვადასხვა სახის სამართლებრივ და ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm