GE

კსუ-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გიორგი ჩოგოვაძეს კსუ-ის რექტორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე რექტორი მარინა გედევანიშვილი და ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე შეხვდნენ.

მემორანდუმის პირობებით, ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტს შორის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება.  მხარეები საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთშეთანხმებულ აქტივობებსაც განახორციელებენ. გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციაში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირების საკითხიც განიხილა და ამ კუთხით უნივერსიტეტს თანამშრომლობა აღუთქვა.

კსუ-ის წარმომადგენლებმა, გიორგი ჩოგოვაძეს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ხოლო  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სფეროს უახლესი ამბები, მიღწევები და სტატისტიკა მიმოიხილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური