GE

კსუ-სა და თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ინსტიტუტთან (ირანის ისლამური რესპუბლიკა) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ინიციატორია CIU-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი – მაია კაპანაძე.

მემორანდუმი მხარეებს შორის აქტიურ სამეცნიერო-ანალიტიკურ ურთიერთთანამშრომლობას, ერთობლივ კვლევებს, კონფერენციებს, ლექციებსა და გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს.

15 ნოემბერს CIU-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ მაია კაპანაძესა და თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ჯაფარ ხაშეს შორის დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებთან ერთად, მიმდინარე აქტუალური რეგიონალური პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მაია კაპანაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „პრობლემები ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და საქართველოს პოზიცია“, ჯაფარ ხაშემ კი თემაზე: „საერთო ხედვები რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით“.

დისტანციურ შეხვედრას საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმნისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური